სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსი 41 495 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 817-ს შეადგენს.
ამასთან, ცენტრი ცალკე აღრიცხავს იმ კოვიდინფიცირებულთა სიკვდილს, ვინც სხვა დაავადებებით გარდაიცვალა. სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 242 ამგვარი შემთხვევაა აღრიცხული.
შესაბამისად, სომხეთში პანდემიის პერიოდში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1059-ს შეადგენს.
სომხეთში კორონავირუსისგან 34 484 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევბის რიცხვი 5 952-ია.