13 სექტემბრის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 45 862 მიაღწია, 54 გამოჯანმრთელებული პაციანტია (სულ 41 659). ფაქტობრივი მკურნალობას 3005 მოქალაქე გადის.

დღე-ღამის განმავლობაში 5 ადამიანი გარდაიცვალა, ამრიგად, დაღუპულთა რიცხვი 916-მდე გაიზარდა. ხელისუფლების განცხადებით “სხვა დაავადებების გამო” – 281 ადამიანია გარდაიცვლილი.