საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ნათქვამია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ვებ-გვერდის თანახმად, დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული. კიდევ 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ 1302 ადამიანი განიკურნა.
გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის ინფექციით 19 პაციენტი გარდაიცვალა.
საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, 292 ადამიანი საავადმყოფოებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.