საქართველოს გასტრონომიულმა ასოციაციამ იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა გათვალისწინებაც მოეთხოვებათ კვების ობიექტების მფლობელებს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემიის დროს მუშაობას განაახლებენ. მოთხოვნები შრომის ინსპექციის, ტურიზმისა ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად შემუშავდა.
შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, ღია ტიპის კვების ობიექტების მუშაობის განახლება მეოთხე ეტაპზე იგეგმება, სავაჭრო ცენტრების გახსნასთან ერთად. კაფე-რესტორნების გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
დაწესებულებების მფლობელებსა და თანამშრომლებს მოეთხოვებათ:
– ადგილების (მაგიდების) წინასწარ დაჯავშნა,
– დაწესებულების ვიზიტორებისა და თანამშრომლების ყოველდღიური თერმოსკრინინგის ჩატარება (ტემპერატურის გაზომვა),
– მაგიდებს შორის მანძილი მინიმუმ ორი მეტრი უნდა იყოს,
– ვიზიტორებს შორის მანძილი უნდა იყოს მინიმუმ მეტრი,
– ერთ მაგიდასთან უნდა განთავსდეს არა უმეტეს ექვსი ადამიანისა. გამონაკლისს წარმოადგენს ერთი და იგივე ოჯახის წევრები და 12 წლამდე ასაკის მოზარდები.
– ბარში ვიზიტორების უშუალო კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია კლიენტების ინდივიდუალური მომსახურების უზრუნველყოფა.
– იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მაგიდებს შორის მინიმუმ 2 მეტრის მანძილის უზრუნველყოფა, მაშინ აუცილებელია დროებითი დამცავი ბარიერების განთავსება,
– უნდა დაინერგოს ვიზიტორების ინდივიდუალურად მიღების პრაქტიკა,
– უნდა გამოიყენონ ერთჯერადი ქაღალდის მენიუები. იმ შემთხვევაში, თუ რესტორანი იყენებს ელექტრონულ მენიუს, მაშინ სადეზინფექციო საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
– ინფორმაცია coronavirus– ის გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს.