ვფიქრობ, შემოდგომიდან 12 წლის ასაკიდან აცრებს ჩვენც დავიწყებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ასაკობრივი ზღვარის დაწევაზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ისე საკოორდინაციო საბჭოზე და ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შესაბამის რეკომენდაციას ელოდება.
„ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ ასაკში დიდი ხანია, დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის ბავშვების აცრებს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.