საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტო ტურიზმისა და რეგიონალური განვითარების მიზნით ახალქალაქში “მუნიციპალიტეტის განახლების პროგრამას” ახორციელებს, რომელიც ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე შენობების ფასადებისა და ქალაქის ცენტრალური მოედნების რეალიბიტაციას გულისხმობს. ამ დროისთვის ორ შენობას არემონტებენ.
ამ პროგრამის ფარგლებში ახალქალაქში იმ შენობების ფასადების გარემონტება დაიწყო, რომლებიც მესროპ მაშტოცის მოედანზე მდებარეობს. როგორც მუშები ამბობენ, ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია – ასე გამოიყურება შენობის ნაწილი, რომელიც შეიღებება. თუმცა ის, თუ რა ფერად შეღებავენ შენობას მუშებმა ჯერჯერობით არ იციან.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 4 კორპუსის ფასადის, ასევე მერიასთან მდებარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყო. კულტურის სახლის ფასადის რეაბილიტაცია გადაიდო, რადგან, მუშების აზრით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლოა, ცივი ამინდების დაწყებამდე ვერ მოესწროს. სამუშაო მეორე ეტაპზე – 2022 წლის გაზაფხულამდე გადაიდო. წლეულს, ახალქალაქის მერიის წინ კერძო სახლებისა და საზოგადოებრივი ბაღის ფასადების რეაბილიტაცია დასრულდება.