სამცხე-ჯავახეთის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანაშრომლები ნინოწმიდაში გაემგზავრნენ, რათა ხელოვნურ ტბაში, თევზების მასობრივი დახოცვის მიზეზი გამოიკვლიონ.
დეპარტამენტის თანამშრომლები ვითარებას ადგილზე გაეცნენ. წყალსაცავიდან წყლის ნიმუში აიღეს, რათა გაარკვიონ კარჩხანის მასობრივი დახოცვის მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ნინოწმინდასთან არსებულ ხელოვნურ ტბაში დახოცილი თევზი – კარჩხანი, წყალმა ნაპირზე გამორიყა. ეს ფაქტი ადგილობრივებმა 18 მარტს შეამჩნიეს, თუმცა, როდის დაიხოცა თევზები მათთვის უცნობა. ასევე უცნობია, რა გახდა თევზების დახოცვის მიზეზი.
ტბა ქალაქ ნინოწმინდასა და სოფელ დიდ ხანჩალს შორის მდებარეობს. მოსახლეობა საბჭოთა პერიოდში ამ წყალსაცავით კარტოფილის ნათესებს რწყავდა. თევზი აქ, დაახლოებით 2016 წელს გაჩნდა, რასაც ტბის აღდგენით სამუშაოებს უკავშირებენ. მაშინ სოფლისთვის გაკეთდა სარწყავი არხიც, სადაც სოფელ ორლოვკის წყალსაცავიდან მომდინარე წყალი ჩაედინებოდა, წყალს ტევზიც მოჰყვებოდა.
ზაფხულობით ტბა მეთევზეების თავშეყრის ადგილია.
10 მარტს მსგავსი შეთხვევა ახალქალაქის სოფელ ბავრასთან მდებარე წყალსაცავშიც აღმოაჩინეს. თევზისა და წყლის ნიმუშები ჯერ კიდევ 11 მარტს აიღეს, მაგრამ ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე უცნობია.