სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქში მდებარე მესამე კორპუსში გამოცხადებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 22 აგვისტოა.
ახალქალაქის კორპისში უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:
1. ბუღალტერია, მეხუთე დონე (უმაღლესი),
2. მებაღეობა, მესამე დონე (საბაზო),
3. კომპიუტერული ქსელები და სისტემები, მეოთხე საფეხური (საშუალო), (სრული ზოგადი განათლების მქონე პირებისთვის)
4. სატყეო მეურნეობა, მეოთხე საფეხური (საშუალო), (სრული ზოგადი განათლების მქონე აპლიკანტებისთვის),
5. სატყეო მეურნეობა, მეოთხე საფეხური (საშუალო), (მხოლოდ საშუალო განათლების მქონე აპლიკანტებისთვის),
6. ელექტრიკოსი, მეოთხე კატეგორია (საშუალო), (სრული ზოგადი განათლების მქონე აპლიკანტებისთვის),
7. ელექტრიკოსი, მეოთხე კატეგორია (საშუალო), (მხოლოდ საშუალო განათლების მქონე პირებისთვის).
ახალციხეში კი შეგიძლიათ ისწავლოთ 2 პროფესიულ პროგრამაზე:
1. საექთნო კურსები
2. ბუღალტერია
განაცხადი შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება.
„სწავლა აბსოლუტურად უფასოა, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ამ დროისთვის ახალქალაქში გვაქვს 7 პროგრამა, წელს საბაჟოზე ჩარიცხვა არ ხდება, რადგან ადგილები უკვე შევსებულია“, – Jnews-თან ინტერვიუში თქვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელმა ნუნუ ჩაგიაშვილმა.
აპლიკანტებმა რეგისტრაციისას უნდა მიუთითონ ქალაქი, რომელშიც სურთ გამოცდის ჩაბარება, ასევე შეუძლიათ მისაღები გამოცდა ჩააბარონ სასურველ ენაზე. სომხურ ან რუსულ ენაზე ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტი დაიწყებს სწავლას ქართული ენის მოდულით, მაშინაც კი, თუ აპლიკანტი თავისუფლად ფლობს ქართულს, მაგრამ გამოცდას სხვა ენაზე აბარებს, ქართულში A2 და B1 საფეხურზე კურსების ჩაბარება მაინც სავალდებულო იქნება.
განმცხადებელს შეუძლია დარეგისტრირება ვებგვერდის მეშვეობით www.vet.emis.ge. გამოცდისა და გასაუბრების თარიღები, ასევე შეფასების მეთოდები იგზავნება რეგისტრაციისას განმცხადებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღებაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 აგვისტო.