ახალქალაქში ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მშვიდია. ბოლო პერიოდში ინფექციის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ივლისის დასაწყისში, კორონავირუსით ინფექციის შემთხვევები სოფელ აბულში, ხოსპიოში, ოკამში დაფიქსირდა. თუმცა ინფიცირებულთა ოჯახებისა და კონტაქტების იზოლირებით გავრცელება შეაჩერეს.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით მდგომარეობა სტაბილურია.
”მართალია, ინფექციის შემთხვევების დროს იზოლაციის შიშით ყველა ტესტირებას არ მიმართავს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიპოვოთ ყველა შესაძლო ინფიცირებული. ამ სოფლებში ამგვარად შევაჩერეთ გავრცელება. დაავადების მძიმე შემთხვევები არ გვაქვს, ” – განმარტავს სირუდ ტონაკანიანი.
2 აგვისტოს 57 სწრაფი ტესტი ჩატარდა და დადებითი შედეგი არ გამოვლენილა. ასევე, ჩატარდა 29 PCR ტესტი, პასუხები ჯერ კიდევ უცნობია. 31 ივლისს ჩატარებული 26 ტესტიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.