სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 228 798-მდე გაიზარდა.
შესაბამის მონაცემებს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულია 4 587 ადამიანი. ქვეყანაში ვირუსისგან 219 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 5 100-ს აჭარბებს.