ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თავისუფლების ცენტრალური ქუჩის შენობის გარე რემონტი დაიწყო, რომელსაც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალქალაქის რეგიონისა და ტურიზმის განვითარების მიზნით ახორციელებს.
24 ივლისიდან კულტურის სახლის შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. მუშების თქმით, მხოლოდ კულტურის სახლის ფასადსა და მესროპ მაშტოცის მოედანზე მდებარე სხვა შენობებს ჩაუტარებენ რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „დელტა მშენებლები“ ახორციელებს.
რეაბილიტაციის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას Jnews-ი მომდევნო სტატიებში იხილავთ.