Jnews-ი აცხადებს სტაჟირების პროგრამაში მიღებას. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია  იმ ჟურნალისტების სამსახურში აყვანა, რომლებიც სტაჟირების პერიოდში თავს გამოავლენენ.  სტაჟირება 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეობა შეგიძლიათ ელ.ფოსტით jnews.ge@gmail.com , 2021 წლის 1 აგვისტომდე.

სტაჟირების 2 თვის განმავლობაში თქვენ ისწავლით

ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს

 

📷 ფოტო-რეპორტაჟის გადაღებას

 

🎥 ვიდეოების გადაღებას და რედაქტირებას

 

🌗 სიმართლის ტყუილისგან გარჩევას

 

📣 პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაციის მოძიებას

 

🖋 ჟურნალისტური მასალების წერას

 

🗣️ როგორი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე

 

 როგორ შეუწყოთ ხელი თქვენს ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებას

 

 კრიტიკულ აზროვნებას

 

👂 სწორი ინფორმაციის მოპოვებას

 

 

და ბევრად უფრო მეტს, რისი სურვილიც გექნებათ

 

რას მოგცემთ ეს თქვენ

  •  სტაჟირების გავლის შემდეგ,  შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი დროებითი, ხოლო შემდეგ მუდმივი თანამშრომელი
  •  სტაჟირების დასრულების შემდეგ, შეიძენთ უამრავ ცოდნას და უნარს, რაც დაგეხმარებათ სხვა სამსახურის პოვნაში
  •  სტაჟირების დასრულების შემდეგ, შეიძენთ იმ ცოდნას და უნარებს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგჭირდებათ
  •  სტაჟირების გავლის შემდეგ, გახდებით Jnews- ის ბენეფიციარები, რომლებიც მას უყვარს და მუდმივად ეხმარება წინსვლაში
 ვის შეუძლია განაცხადის შევსება
  • სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს
  • სომხურ, რუსულ, ან ქართულ ენებზე გრამატიკულად გამართულად ვინც წერს
  • აქტიურებს და კომუნიკაბელურია

რა და როგორ შეავსოთ?

ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე  jnews.ge@gmail.com არაუგვიანეს 31 ივლისისა.

  1.   CV
  2.  სამოტივაციო წერილი (სომხურად, რუსულად ან ქართულად)
  3.  პასპორტი (ან პირადობის მოწმობა)
  4.  ფოტო

რა და როდის?

  •  განაცხადები მიიღება დღეიდან 31 ივლისის ჩათვლით
  •  1-დან 6 აგვისტომდე  – შერჩევა
  •  8 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე – სტაჟირება
  •  1-ლი ოქტომბრის სტაჟირების შედეგების გამოცხადება, ანუ სამსახურში საუკეთესო მონაწილეების შერჩევა

 

ყველას წარმატებას ვუსურვებთ და ველოდებით აქტიურ, კომუნიკაბელურ, ჭკვიან, მამაც ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ!