ახალქალაქში და სოფლებში გზის პირას არის ბევრი ძველი ხე, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითებს, ასევე საგზაო მოძრაობას. ძლიერი ქარის გამო, ხეები ბევრჯერ გზაზე ეცემა, რის შედეგადაც ელექტროგადამცემი ხაზები ზიანდება. თუმცა, ამ ხეებს არ მოჭრიან, არამედ მათი სანიტარული ჭრა განხორციელდება.
ახალქალაქის რაიონის მერიამ ხეების მოჭრის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც 1388 ლარით გაიმარჯვა კომპანია «მეგობრობა -5»-მა. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2021 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
Jnews-ი შეეცადა კომპანია “მეგობრობა -5” -ის წარმომადგენლისგან გაერკვია, როდის დაიწყება ხეების სანიტარული ჭრა.
”ხეები არ მოიჭრება, არამედ ხეებს გავსხლავთ. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, როდესაც ნებადართული იქნება გასხვლა”, – ამბობენ კომპანიაში.
კითხვაზე, რეალურად არის თუ არა მოსაჭრელი ხეები, კომპანიაში გვიპასუხე, რომ ერთი ხე იყო ასეთი და ისიც უკვე მოგლიჯა ქარმა.
ორი დღის წინ, 26 ივლისს, ხე ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, მოსახვევში წაიქცა, რის გამოც გზა ცალმხრივად ჩაიკეტა.
ამრიგად, ხეების სანიტარული გასხვლა შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება:
ქალაქი ახალქალაქი
1. დარბინიანის ქუჩა – 2 ხე,
2. აზატუთიანის ქუჩა – 1 ხე,
3. რუსული სკოლის მახლობლად – 1 ხე,
4.10 ხე ახალქალაქის გზატკეცილზე (ახალციხე-ახალქალაქის შესასვლელთან),
5. თუმანიანის ქუჩა – 1 ხე,
6.9 ხე მაშტოცის ქუჩაზე (თუმანიანის სახელობის სკოლასთან ახლოს),
7. წერეთლის ქუჩა – 1 ხე,
8. აგამალიანის ქუჩა – 1 ხე,
9. აღმაშენებლის ქუჩა – 1 ხე,
10. დემირჩიანის ქუჩა – 1 ხე,
11. სანაპიროს ქუჩა – 1 ხე.
სულ დაგეგმილია 29 ხის მოჭრა.
ახალქალაქის რაიონის სოფლებში
1.5 ხე სოფელ ბუღაშენში (ქალაქიდან 22 კმ მანძილზე)
2. 13 ხე სოფელ ბარალეთში (ქალაქიდან 20 კმ მანძილზე).
3. 12 ხე სოფელ კარწახში (ქალაქიდან 30 კმ მანძილზე).
4.5 ხე სოფელ ხულგუმოში (ქალაქიდან 5 კმ მანძილზე)
სულ 35 ხის მოჭრაა დაგეგმილი.
მოგლეჯილმა ხემ ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზა ჩახერგა