ახალციხე-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალქალაქის შესასვლელის მოსახვევთან ახლოს, ე.წ. შოთა რუსთაველის მოსახვევთან, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელმაც სამანქანო გზა ჩახერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
გამვლელებმა გადაუდებელი დახმარების სამსახურში დარეკეს. ახალქალაქის სამსახური ახლა ბარიერის მოხსნაზე მუშაობს. ტრანსპორტისთვის გზა ცალმხრივად გაიწმინდა, მოგლეჯილი ხისგან გზატკეცილის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაკვეთში, რამდენიმე გამხმარი ხის წაქცევის საფრთხე არსებობს. ისინი ქალაქში გამხმარი ხეების მოჭრის პროგრამის ფარგლებში მოიჭრება. ამ სამუშაოსთვის ტენდერი შედგა, სამუშაოები მალე დაიწყება.