ახალქალაქის სპორტულ სკოლაში გათბობის სისტემის სარემონტო სამუშაოები დაიწყო. სკოლის დირექტორი არამ სუკიასიანი ამბობს, რომ გათბობის სისტემის რადიატორი, რომელიც ახლა იცვლება, არ მუშაობდა.
”გათბობის სისტემის რადიატორი არ მუშაობდა საჩოგბურთო დარბაზში, ახლა სისტემა შეიცვლება ისე, რომ არა მხოლოდ ამ დარბაზის რადიატორები იმუშავებენ, არამედ 4-5 ახალი რადიატორები დაემატება დიდ დარბაზში, ”- ამბობს იგი.
გათბობის სისტემის სარემონტო სამუშაოები 3 დღის წინ დაიწყო და უახლოეს 5 დღეში დასრულდება.
სამუშაოებს სპორტული სკოლა საკუთარი ბიუჯეტით აფინანსებს. გამოყოფილი იყო 2 973 ლარი.
ახალქალაქის სპორტული სკოლის გათბობის მუდმივი, მოუგვარებელი პრობლემა