დღეს, 14 ივლისს, სოფელ დილისკაში დილისკა-პტენა-ჩუნჩხას გზის ასფალტირების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ტენდერი მოიგო შპს “ჯავახავტოგზამ”, მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება.

საკრებულოს წარმომადგენლებთან განხილვას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და დაგეგმვის სამსახურების წარმომადგენლები.

რეაბილიტაციის პროექტი დამსწრე საზოგადოებას მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, რაფიკ აბაჯიანმა წარუდგინა. ახლა დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს, 19 ივლისს ხელშეკრულების მომზადების ბოლო ვადაა, 20 ივლისს დოკუმენტზე ხელმოწერა იგეგმება.

სოფელში განხილვები გაიმართა იმისათვის, რომ გაეთვალისწინებინათ სოფლის მოსახლეობის რეკომენდაციები.

შეხვედრის მონაწილეების მხრიდან იყო შეთავაზება, რომ ქვეითების უსაფრთხოებისა და კომფორტული გადაადგილებისთვის, უკვე ასფალტირებული გზის ერთ მხარეს ტროტუარის გაკეთდეს, რადგან პროექტით გათვალისწინებული არ იყო ტროტუარები.

ასევე წამოიჭრა გზის გაფართოების იდეა, თუმცა სოფლის მოსახლეობას უთხრეს, რომ ეს შეუძლებელია ტერიტორიის არარსებობის გამო.

პროექტის გარდა, შეკრებილებს ჰქონდათ შეკითხვები გზის უკვე ასფალტირებული ნაწილის ორმოების გარემონტებაზე. ამ კითხვაზე ნაირი ირიციანმა თქვა, რომ ორმოების გარემონტება უკვე დაწყებულია, ქალაქის შემდეგ დაიწყება სოფლის გზების რეაბილიტაცია.

”დილისკა-პტენა-ჩუნჩხას გზის პროექტში არაფერი შეიცვლება, მაგრამ სოფლის მოსახლეობამ სკოლისკენ მიმავალი გზის გასწვრივ ტროტუარების მოწყობა ითხოვა, რადგან მდგომარეობა ცუდია, ამ პროექტისთვის დამატებით ვნახავთ, თუ სად შეგვიძლია თანხის მიღება, რომ 150 მეტრის ტროტუარი გავაკეთოთ, რადგან გზა არ არის უსაფრთხო ტროტუარების გარეშე. დილისკა-პტენას გზის პროექტში არაფერი შეიცვლება ”, – თქვა მერიის დაგეგმვისა და ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტმა, ვაჰან ბატოიანმა.

აღსანიშნავია, რომ დილისკა-პტენა-ჩუნჩხას გზის ასფალტირების სამუშაოების ტენდერი მოიგო შპს «ჯავახავტოგზამ» 842 842 ლარის ოდენობით, თავდაპირველი თანხით 891 335 ლარით. გზის მონაკვეთის სიგრძეა -1150 მ.