სოფელი ქარცეფი ახალქალაქის ერთ-ერთი შორეული, პატარა სოფელია, სადაც ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ ცუდ მდგომარეობაშია. სოფელში იმ მცირერიცხოვანი ახალგაზრდების თავშეყრის ერთადერთი ადგილი, რომლებიც სამშობლოს ჯერ არ ტოვებენ, სოფლის კლუბია. ისიც ცუდ მდგომარეობაშია. წელს კი ამ კლუბის გარემონტება გადაწყვიტეს.
სოფელ ქარცეფის კლუბის გარემონტებაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, რომლის საწყისი ფასიც 58 461 ლარია. წინადადებების მიღება 3 ივლისს დასრულდება. სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დაიწყოს.
სატენდერო დოკუმენტაცია შემდეგ სამუშაოებს ითვალისწინებს: ფასადის შეიღებვა, იატაკის და სცენის დემონტაჟი, ახალი კარების დამონტაჟება, სახურავის, ჭერის დემონტაჟი და შეცვლა, იატაკის ცემენტითა და ლინოლეუმით დაფარვა.