დღეს, 29 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგის 4 საკითხი დაამტკიცეს. კითხვები ეხებოდა: საბიუჯეტო ცვლილებებს, დიალიზით დაავადებულთა სოციალური დახმარების ოდენობის ცვლილებებს და დროებითი გამოყენების მონაკვეთების განსაზღვრას.
ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების ფარგლებში, დეპუტატებმა 28 000 ლარი გამოითხოვეს, რომელიც გამოყოფილი იყო ნაგვის სატვირთო მანქანის შესაძენად. თანხა, ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელის, მკრტიჩ მგდესიანის თქმით, სხვა სამუშაოებზე დაიხარჯება.
110 526 ლარი დაამტკიცეს ოთხი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ამ ფონდის პროექტებში სამუშაოების ღირებულების მინიმუმ 5%-ს იხდის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. განხორციელდება ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულებაა 2 210 526 ლარი (სოფელ კარწახში, სულდაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ახალქალაქი-დილისკა-პტენა-
ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისთვის მერიამ საკრებულოს სთხოვა კიდევ 63 860 ლარი გამოყოს, 40 860 პარკის ასფალტირებისთვის და 23 000 განათებისთვის. ცვლილებების ამ პუნქტმა ზოგიერთი დეპუტატის უკმაყოფილება გამოიწვია. ამრიგად, ჰამლეტ მოვსისიანმა აღნიშნა, რომ დამატებით 20 000 ლარი არ გამოიყო სოფელ თირკნაში მოსახლეობის წყალმომარაგების პროექტის დასასრულებლად. იმავდროულად პარკისთვის დამატებით საკმაოდ დიდი თანხები გამოიყოფა.
6963 ლარი მერიამ მოითხოვა ახალქალაქის ცენტრალური სტადიონის გასახდელი ოთახის რემონტისთვის.
10 000 ლარი სპორტული კომპლექსის სპორტსმენების მგზავრობის ხარჯებისთვის.
3000 ლარი პროექტ “საქართველოს კულტურული დღეები მესტია 2021” -სთვის, 705 ლარი ჭადრაკის სკოლის გათბობის სისტემისთვის, 2000 ლარი კლუბების ასოციაციის, აშუღის სკოლისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის გათბობისთვის.
ასევე 119 ლარი გამოიყო, შარშან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისგან დარჩენილი თანხისთვის, რომელიც ახალი სამუშაოებისთვის იქნება გამოყენებული. რადგან სახელმწიფომ მუნიციპალიტეტისთვის თანხის დახარჯვა დაზოგა, გადაწყდა დაიხარჯოს პროექტების შედგენაზე. საპროექტო სამუშაოები 158 292. 30 ლარს შეადგენს, წინა წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დარჩენილი თანხა 158 173.99 ლარს შეადგენს.
სხდომის დღის წესრიგის მეორე საკითხი იყო დიალიზით დაავადებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარების 1500-დან 2000 ლარამდე გაზრდის პუნქტი.
მესამე საკითხი ეხებოდა შენობების გამოყოფას. მერიამ სთხოვა კულტურის სახლის შენობაში «წითელი ჯვრისთვის» გამოსაყენებლად ორი წლის განმავლობაში ერთი ოთახის გადაცემა დაემტკიცებინათ.
დღის წესრიგით ბოლო საკითხი იყო სამხატვრო სკოლის მახლობლად 2023 წლის ოქტომბრამდე ახალქალაქის მცხოვრებისთვის იჯარის საფუძველზე ეკონომიკური საქმიანობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა (6,5 კვ.მ.).
ყველა ამ საკითხის მიღებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
დეპუტატებს სოფელ თირკნაში სასმელი წყლისა და სოფლებში ამბულატორიების არ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ჰქონდათ შეკითხვები. ამ საკითხებზე მასალას Jnews-ი ცალკე შემოგთავაზებთ.