სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 159 შემთხვევა გამოვლინდა, 86 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სამი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 5 001 ტესტი ჩატარდა.

14 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 226 756 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 217 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 552 ადამიანი გარდაიცვალა. 1 110-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.