მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვებ-გვერდის ინფორმაციით , საქართველოში დღეისათვის კორონავირუსის 1,548 შემთხვევაა დადასტურებული. კიდევ 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ განიკურნა 1270 ადამიანი.

გარდა ამისა, საზღვარგარეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის ინფექციით 19 პაციენტია გარდაცვკლილი.

საკარანტინო რეჟიმში 6059 მოქალაქე იმყოფება, 239 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოებში რჩება.