დღეს, 18 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირების 1434 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 1 ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე არ არის. 48 შემთხვევა დარეგისტრირებულია ახალციხეში, 20- ადიგენში, 5 ახალქალაქის მუნიპალიტეტში, 13- ასპინძაში, 19- ბორჯომში.
რეგიონში მთლიანობაში 1503 ადამიანია თვითიზოლირებული, რომელთაგან ახალციხეში-642, ახალქალაქში-127, ბორჯომში-238, ნინოწმინდაში-84, ასპინძაში-159, ადიგენში-292.
საკარანტინე ზონაში რჩება 250 ადამიანი, რომელთაგან 77 ახალციხეში, ხოლო 173 ბაკურიანში.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი 61 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტიდან, მეორე 59 წლის ქალბატონი ბორჯომიდანაა.
ჯამში, რეგიონში გამოჯანმრთელდა 288 ადამიანი, დაიღუპა-15.