სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ სამი პირი დაინფიცირდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა, საქართველოში ინფიცირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვალავ აჭარაში ფიქსირდება.

„აჭარაში 207 ახალი შემთხვევაა, თბილისში – 168, იმერეთში – 117, შიდა ქართლში – 25, ქვემო ქართლში 7, სამეგრელო–ზემო–სვანეთში – 24, გურიაში – 8, კახეთსა და მცხეთა–მთიანეთში არის 5–5 ახალი შემთხვევა და სამცხე–ჯავახეთში კი გახლავთ 3“,– განმარტა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 12 841–მდე გაიზრდა, გამოჯანმრთელდა 6 867 პაციენტი, გარდაცვლილია 102 პირი.

ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
.