სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 73 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი სამით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 ივლისის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 3 073 შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 226 459 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 217 731 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 547 ადამიანი გარდაიცვალა. 1 108-ის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.