კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ორ ვიცე-პრემიერს ვნიშნავთ დღეს. ქალბატონი თეა წულუკიანი იქნება ვიცე-პრემიერი და ბატონი ლევან დავითაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.