მარნეულში “სხვა საქართკელო სად არის”ფესტივალის  ლაურეატების გალა კონცერტზე ახალქალაქის მუსიკალური სკოლის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. საპატიო მე-3 ადგილი სოლისტმა სოს უნანიანმა დაიკავა, ანჟელა ასტვასატურიანს კი დიპლომი გადასცეს.

ახალქალაქის მუსიკალური სკოლის გუნდმა 2 კვირის წინ მონაწილეობა ახალციხეში გამართულ მასტერ კლასში მიიღო, რის შემდეგაც ფესტივალის პირველ ტურის მონაწილეები გახდნენ. გალა კონცერტზე გუნდი ფესტივალის ლაურეატის სახელით წარსდგა.

”ლამაზი ფესტივალი ჩატარდა – კარგად ორგანიზებული და ფერადი. ვისიამოვნე იქ გამოსვლით. ორი-სამი კვირის ვარჯიშმა ასეთი შედეგი გამოიღო, რამაც ძალიან გამახარა”, – ჰყვება მუსიკალური სკოლის დირექტორი კაროიან სვეტლანა.

nagrada

ფესტივალში 5 გუნდი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობდა. მუსიკალური სკოლის გუნდის გარდა, გუნდური სიმღერის ნომინაციაში მესამე ადგილი ახალქალაქის მუსიკალური სკოლის სტუდენტმა სოს უნანიანმა დაიკავა.

ფესტივალი ”სხვა საქართველო სად არის” მე-5 წელია ტარდება, ახალქალაქის მუსიკალური სკოლა ამ ფესტივალში უკვე მე-2 წელია მონაწილეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში კონკურსი-ფესტივალი “სხვა საქართველო სად არის” ტარდება. ეს არის პროექტი, რომელშიც ქართველები და ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობებიდან ეცნობიან ქართულ ტრადიციულ სიმღერას და თავიანთ პოტენციალს ამჟღავნებენ.

“დემოს” კავშირის და შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი პროექტის ინიციატორები იყვნენ. პროექტის განმავლობაში მონაწილეთათვის ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მასტერკლასები სრულდება.

კონკურსი-ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქვემო ქართლში სახელმწიფო წარმომადგენლობის ადმინისტრაციისა და რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება.