დღეს, 21 აპრილს, ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალური დაწესებულებების წარმომადგენლებმა დასასვენებელ ზონა ე.წ ტავშანკაზე და სხვა ადგილებში შაბათობა გამართეს.

დილით ადრე ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლებმა ყოფილი სამხედრო ქალაქი დაასუფთავეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა, მისმა მოადგილე გაიოზ ლომსაძემ, დეპუტატებმა და საკრებულოს სხვა თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალქალაქის შენობის უკან, ამირანის გორის რეკრეაციული ზონა დაასუფთავეს.

Sakrebulo 6

Sakrebulo 3

Sakrebulo 1

Seda Melkumyan

Sakrebulo 2

Sakrebulo

მერიის და სხვა დაწესებულებების თანამშრომლები ამირანის გორას მეორე მხარეს დასასვენებელ ზონაში იმყოფებოდნენ. აქ აქტიურად მუშაობდნენ ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლებიც.

Dsrmoedi

Musor 4

Musor 3
ნაგვისგან გაიწმინდა ამირანის გორას დასასვენებელი ზონის ნაწილები, სატვირთო მანქანების მძღოლებისგან ტუალეტად ქცეული ახალქალაქის ციხე, ყოფილი სამხედრო ბანაკის ტერიტორია, სოფელ დილისკას გზა და ა.შ.

შაბათობისთვის ახალქალაქის სერვისცენტრმა ნაგვის 4 მანქანა, Bobcat მინი ტრაქტორი, ხელთათმანები და ნაგვის ტომრები გამოჰყო.