02.03.2022
ნახვები: 583 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2021 წელს 8 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს, ერთი გააფრთხილეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კი 3 დააჯარიმეს. ჯარიმის ოდენობა 100 ლარიდან 1000 ლარამდეა.
ვინ არიან დაჯარიმებული ბიზნესოპერატორები და რატომ დააჯარიმეს.
ახალქალაქის ბიზნესოპერატორები
- 2021 წლის 14 დეკემბერს ვაჩიანის გზატკეცილზე მდებარე კვების ობიექტი დაჯარიმდა 500 ლარით, რადგან ის რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა
- 2021 წლის 27 მაისს ყველის მწარმოებელი დაჯარიმდა 1000 ლარით „სტანდარტებთან კრიტიკული შეუსაბამობის“ გამო
- 2021 წლის 20 ოქტომბერს ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც შაურმას ამზადებს, სტანდარტებთან კრიტიკული შეუსაბამობის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა
- 2021 წლის 21 ოქტომბერს ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს სასურსათო მაღაზიას, დაჯარიმდა ვადაგასული პროდუქტების ბაზარზე სხვა ბიზნესოპერატორთან განთავსების გამო. ჯარიმა 500 ლარი იყო. იმავე ოპერატორმა მიიღო გაფრთხილება ბიზნეს საქმიანობის შესახებ რეგისტრაციის გარეშე.
- ასევე, 1000 ლარით დაჯარიმდა 3 ვეტერინარული აფთიაქი არარეგისტრირებული, ვადაგასული ან გამოუსადეგარი ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების ან გაყიდვისთვის
- ცხოველთა საკვების მაღაზია დაჯარიმდა 100 ლარით რეგისტრაციის არარსებობის გამო.
ნინოწმინდის ბიზნესოპერატორები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.
- ინდივიდუალური მეწარმე, ვეტერინარული აფთიაქისა და ვეტერინარული მაღაზიის მფლობელი დაჯარიმდა 1000 ლარით, რადგან გამოიყენა ან გაყიდა დაურეგისტრირებელი, ვადაგასული ან გამოუსადეგარი ვეტერინარული პრეპარატი
- ნინოწმინდის ერთ-ერთ სოფელში ინდმეწარმე, რომელიც რძეს ამუშავებს, გასული წლის 16 ივნისს 200 ლარით დააჯარიმეს სტანდარტების არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრის რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ბიზნესოპერატორებისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული კონტროლის წერტილის პრინციპი სავალდებულო გახდა. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული კონტროლის წერტილი მოიცავს სურსათის უვნებლობის ანალიზს და კრიტიკულ კონტროლს.