დღეს, 29 აპრილს, ცეკვის საერთაშორისო დღეს ახალქალაქში ფესტივალი გაიმართა. ინიციატივის ავტორი კულტურის სახლის დირექტორი, ანსამბლ “ჯავახკის” სამხატვრო ხელმძღვანელი, ალიკ ქსპოიანია.

ფესტივალში მონაწილეობდნენ საცეკვაო ჯგუფები ახალქალაქის რაიონის თითქმის ყველა სოფლიდან.

orja

sulda par

Aragva

extila

kajo
ფესტივალის დაწყებამდე ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა და ღონისძიების სტუმრებმა ახალქალაქის ცენტრალურ პარკში („ხას ბახჩა“) გაისეირნეს, რის შემდეგაც ღონისძიება დაიწყო.

Qspoyan

2-წლიანი შესვენების შემდეგ ახალქალაქის კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა.

dahlij

„ყველა სოფელში გვაქვს სიმღერისა და ცეკვის წრეები. ამ ფესტივალში მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფლის ცეკვის ანსამბლები მონაწილეობს. რამდენიმე სოფელმა ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან რეპეტიციები, ​კორონავირუსის შემდეგ, ცოტა ხნის წინ განაახლეს. ჩვენი მონაცემებით, ფესტივალს 689 მონაწილე ჰყავს. ეს არის პირველი დიდი მოვლენა კორონავირუსის შემდეგ“, – ამბობს აშუღი, ალიკ ჯავახკი.

Qspoyan 1

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ახალქალაქის მერი, მელკონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი, სომხური და ქართული ეკლესიების სულიერი მამები – მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი და მამა ალექსანდრე და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები.

pshtonyaner

ღონისძიების დასასრულს ცეკვის ფესტივალის მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ.

1982 წლიდან, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 29 აპრილს ცეკვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს არის ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის, თეორეტიკოსისა და რეფორმატორის ჟან-ჟორჟ ნოვერის დაბადების დღის აღმნიშვნელი თარიღი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც “თანამედროვე ბალეტის მამა”.

ყოველწლიურად 29 აპრილს ცეკვის სამყარო – ოპერისა და ბალეტის თეატრები, თანამედროვე ცეკვის ჯგუფები და ამ სფეროს სხვა პროფესიონალები – პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ.