დღეს, 22 ივლისს, ახალქალაქში „ჯავახკ“ ბანაკი დაიწყო, რომელიც ახალქალაქის სომხურ ახალგაზრდულ ცენტრში უკვე მე-12 იმართება.
ტრადიციად ქცეული, წესრიგის დარღვევის გარეშე, ბანაკი საქართველოსა და სომხეთის ჰიმნებით და სურბ ხაჩ ეკლესიის სასულიერო პირის ტერ ნარეკ ტიგრანიანის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. შემდეგ ბავშვები ჯგუფის ხელმძღვანელებს გაეცნენ.
ბანაკი ზაფხულის არდადეგებზე ბავშვებისთვის 6 დღიანი ინტენსიური საგანმანათლებლო და აღზრდის დროა. საგანმანათლებლო ნაწილი მოიცავს სომხების ისტორიისა და კულტურის თემებს. ამ დღეებში ჯგუფის ლიდერები მაგალითით აჩვენებენ სპორტით დაკავების მნიშვნელობას, ისაუბრებენ ჰიგიენის მნიშვნელობაზე და ა.შ.
„მე არენი მქვია, 13 მეგობარი ვართ, ჯავახეთში ჩამოვედით, შაბათამდე დავრჩებით. შაბათს ღონისძიება გვაქვს. ბანაკის სარეალიზაციოდ ჩამოვედით – მე12 წელია. ძალიან მოხარული ვართ, რომ “ჯავახკ” ბანაკის ახალი გვერდი გაიხსნა. უმეტეს შემთხვევაში ყოველ წელს ახალი მეგობრები ჩამოდიან, მაგრამ მუდმივი მონაწილეებიც არიან. ჩვენგან 4-5 შარშანაც იყო ჩამოსული. ეს საინტერესოა იმით, რომ აქ ჩვენი სომხები არიან. ეს ჩვენი სამშობლოა და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია დიასპორის სომხებსა და ჯავახეთის სომხებს შორის კავშირის დამყარება. ჩვენი მეორე გუნდი ახლა ახალციხეშია. წელს საფრანგეთიდან, აშშ-დან და ავსტრალიიდან გვყავს მონაწილეები. ჩვენ საქართველოში სომხების მხარდაჭერის კავშირის პროექტის ფარგლებში ჩამოვედით, და ისინი გვეხმარებიან, რომ აქ ჩვენი ბანაკი ჩავატაროთ”,- ამბობს ერთ-ერთი ლიდერი არენი ამბარიანი.
ბანაკი ტარდება 4 მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და წალკაში. ბანაკი იმართება საქართველოს სომხების მხარდაჭერის კავშირის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით. წელს ბანაკში 160-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის ბავშვი მონაწილეობს. ბანაკი 21-დან 27 ივლისამდე გაგრძელდება. ბანაკის განმავლობაში ბავშვები საკვებს დღეში ორჯერ მიიღებენ. ბანაკი იწყება 9:30 საათზე და გრძელდება 16:30 საათამდე. ბანაკში მონაწილეობენ არა მხოლოდ ახალგაზრდული ცენტრის ბავშვები, არამედ საქართველოს სომხების მხარდაჭერის კავშირის პროექტებში მონაწილეები, ობლები, სოციალურად დაუცველი ოჯახების და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები.
„პროგრამას საინტერესო, დატვირთული პროგრამა აქვს. ლექციები ცნობილ ადამიანებზე, პოეტებზე, რომლებიც ყოველი წლის თემას შეესაბამება, ყოველ წელს განსხვავებული თემატიკაა. ბავშვები შეისწავლიან ფიზიკურ აღზრდას, ცეკვას, სიმღერებს და ჰიგიენის წესებს. დასასრულს 27 ივლისს ტარდება საანგარიშო ღონისძიება. ყოველ წელს უცხოეთიდან ჩამოსული ლიდერები გვაოცებენ, როგორ ამზადებენ ასეთი საკონცერტო პროგრამა ჩვენს 160 ბავშვთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩვენს ლიდერებს ადგილობრივი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები ეხმარებიან“, – ამბობს კარინე თადევოსიანი, ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის პასუხისმგებელი.