ივნისის ჩანაწერების მიხედვით 13 ადამიანი ახალქალაქის საავადმყოფოში ძაღლის ნაკბენით მიიყვანეს. ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემა პერიოდულად აქტუალური ხდება.
ახალქალაქი დილასა და საღამოს “კრიმინალურ” ქალაქს ჰგავს, თუმცა, მხოლოდ მაწანწალა ძაღლები არიან “დამნაშავეების” როლში. ქალაქის ყოველ ნაწილში ვხვდებით ხროვასა და წინამძღოლს. თუ ერთი თავს ესხმის, ყველა მას ჰბაძავს. ასე ხდება ტერიტორიის დაყოფა. თუ მარტოხელა ძაღლი ხროვის ტერიტორიაზე შევა, მას მაშინვე დაკბენენ. მხოლოდ გაქცევით უნდა უშველოს თავს. მაწანწალა ძაღლებისგან საშიშროება იმ ადამიანებსაც ემუქრება ვინც დილით ადრე ან სადმე მიდიან ან ველოსიპედით სასეირნოდ გადიან.
დილის 06:30 საათზე მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ეზოში 6 ძაღლი ველოსიპედისტს დაესხა თავს. დაცემის შემდეგ, მან ვეღარ შეძლო ველოსიპედზე დაჯდომა და წარუმატებლად ცდილობდა სხვადასხვა ზომის ძაღლების წინააღმდეგ ბრძოლას. გამვლელის დახმარებით მათი მოგერიება მოახერხა. მეორე გამვლელი პოლიეთილენის პარკით გამოვიდა სასეირნოდ და მას იქნევდა, რომ ძაღლები არ მიახლოვებოდნენ. მეორე დღეს, იმავე ხროვიდან 2 ძაღლი თავს გამვლელს-“მაშველს” დაესხა და მათ კიდევ ორი ძაღლი შეუერთდა. ეს არ არის ერთადერთი ინციდენტი. ყოველ ჯერზე, სახლიდან დილით ადრე გასვლისას, ყველანი მზად უნდა იყვნენ თავდასხმისთვის.
ზოგიერთი ძაღლების ხროვა ოზურგეთიდანაა
აღმაშენებლის ქუჩის გზაჯვარედინზე, დერენიკ დემირჩიანის სახელობის №4 საჯარო სკოლასთან, მანდილოსანი პურის საყიდლად მიდიოდა მაღაზიაში, შეუმჩნევლად შავმა ძაღლმა მას ფეხზე უკბინა. სისხლმდენი ჭრილობით ქალმა
”დილის 8:30 ან 9 საათი იყო. მშვიდად მივდიოდი ქუჩაზე, ძაღლები გარშემო არ იყვნენ და უცებ კბენა ვიგრძენი. 2 ძაღლი იყეფებოდა, მაგრამ ერთმა, შავმა ძაღლმა მიკბინა. ნაკბენი ძალიან ღრმა იყო. 12 დღე გავიდა, მაგრამ ნაიარევი მაინც ჩანს. სახლში სისხლიანი მივედი. შემდეგ საავადმყოფოში წავედი. 3 ნემსი დამინიშნეს ყოველ 3 დღეში. გამაფრთხილეს, თუ ძაღლი მოკვდებოდა, ცოფის აცრაც უნდა გაეკეთებინა. ძაღლი ცოცხალია. საავადმყოფოში მითხრეს, რომ მან უამრავი ადამიანი დაკბინა. ადამიანები, რომლებიც ამ ადგილის სიახლოვეს ცხოვრობენ, ამბობენ, რომ პოლიცია 4-ჯერ მოვიდა, მაგრამ ძაღლი თავისუფლად კბენას აგრძელებს. მეშინია და ფეხით აღარ დავდივარ ქალაქში”, – ჰყვება ახალქალაქის მცხოვრები ა.ა.
ჯიშიანი შინაური ჰასკი ერთ-ერთი ხროვის ლიდერი გახდა
კიდევ ერთი შემთხვევის მსხვერპლი კვლავ ველოსიპედისტი იყო.
”წინა ღამეს, ჩემი მეუღლე ველოსიპედით სეირნობდა. საღამოობით ველოსიპედით დადის. დარბინიანი-თავისუფლების გზაჯვარედინის მახლობლად მას თავს ძაღლები დაესხნენ. ერთმა მათგანმა ფეხზე უკბინა. იმის გამო, რომ ძაღლს იგერიებდა, ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ფეხები და ხელები დაიზიანა. ჩემი ქალიშვილიც ამ ქუჩაზე ცხოვრობს. ამ ძაღლმა ჩემს მოყვარესაც უკბინა ფეხზე. ნაკბენი სერიოზული არ ყოფილა. მეორე დღეს ის თავს ჩემი სიძის დედას დაესხა. ის ქოლგით შეეწინააღმდეგა. 5-6 დღის წინ ჩვენს მეზობელ მასწავლებელსაც უკბინა. იგივე ძაღლი იყო. საავადმყოფოში ექიმებმა თქვეს, რომ ნაკბენი ღრმა არ იყო, ამიტომ ნემსები არ გაუკეთეს და მხოლოდ ჭრილობები შეგვიხვიეს. საღამოობით ქალაქში სიარული საშიშია. ორიოდე დღის წინ დავინახე 7-8 ძაღლისგან შემდგარი ხროვა. რა გავაკეთოთ, ვის მივმართოთ, რომ ძაღლებთან დაკავშირებით პრობლემა მოგვარდეს? ”, – განმარტავს ახალქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი.
თუკი დილით ქალაქის პარკში გახვალთ, ძაღლების რამდენიმე ჯგუფს შეხვდებით. ადამიანები, რომლებიც ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევენ, თითქმის ყოველდღე მიდიან ამ ნაწილში. იმის გამო, რომ მაწანწალა ძაღლების თავდასხმის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება, ხალხს ეშინია იმ ძაღლების, რომლებსაც ყურებზე ნიშნები აქვთ.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, 1-ლი იანვრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 53 მცხოვრები დაკბინა ძაღლებმა. ივნისში ძაღლების ნაკბენის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ოზურგეთში კასტრაციისთვის გაგზავნით შეიძლება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უმოქმედობას მაწანწალა ცხოველებთან დაკავშირებით ევროკავშირის ჰუმანური კანონებით ამტკიცებენ. შედეგად, ძაღლები ბრუნდებიან ახალქალაქში, ქმნიან ხროვას და საფრთხის ქვეშ აყენებენ, როგორც ქალაქს, ასევე სოფლებს. კასტრაცია, რომელსაც მაწანწალა ძაღლებს უკეთებენ, არ იცავს მოსახლეობას შიშისა და ძაღლის კბილებისგან. თავად შინაური ცხოველები კი ხშირად მანქანების ბორბლების ქვეშ ჰყვებიან.
ახალქალაქში ადამიანმა, რომლებიც გულგრილი არ არიან ცხოველების ბედის მიმართ, უკვე დაიწყეს ძაღლების თავშესაფრის საჭიროებაზე საუბარი. გამოცდილებამ აჩვენა, რომ საკმაო თანხები სჭირდება მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანას, აცრას, კასტრირებას. მუნიციპალიტეტის ფული იხარჯება, მაგრამ პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.