ახალქალაქის ქუჩებში „ხოფანიდან“ დაბრუნებული ადამიანები შეიმჩნევა, ისინი სამსახურიდან ბრუნდებიან სახლში. რუბლის კურსმა ხალხი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, არ იციან რა გააკეთონ, რუბლი ლარის დაბალ კურსში გაცვალონ თუ დაელოდონ რუბლის კურსის აწევას.
1 ნოემბრის მდგომარეობით, ახალქალაქის კერძო გადამცვლელ პუნქტებში 1000 რუბლი 28,5 ლარად იყიდება, ხოლო ყიდვა 29,5 ლარი ღირს.
ჯავახეთის მოსახლეობა ერთი წელია იმედით ელოდება, რომ ერთ დღეს რუბლის კურსი გაიზრდება, მაგრამ გასული წლის ნოემბერთან შედარებით, რუბლი თითქმის ორჯერ გაიაფდა.
არიან ადამიანები, რომლებიც წინა წლიდან რუბლს ინახავენ, ამის ნაცვლად კი ბანკიდან სესხი აიღეს, ფიქრობდნენ, რომ მერე შეძლებდნენ მათ მიერ ხელთ არსებული რუბლის მაღალ კურსში გაცვლას. შედეგად, მათ არამარტო ვერ შეძლეს რუბლის მაღალი კურსით გაცვლა, არამედ საბანკო სესხის აღების შემდეგ ვალებშიც ჩარჩნენ.
ანუში (პირობითი სახელი) ახალქალაქიდანაა. ის ამბობს,რომ „ხოფანჩის“ შემოსავალი გაუფასურდა. მათ ოჯახში მუშაობს ერთადერთი ადამიანი – ქმარი, რომელიც ყოველწლიურად რუსეთში მიდის სამუშაოდ.
„წელს ზამთარში ახალი წლის გასატარებლად სამი თვით რუსეთში წასვლა გადავწყვიტეთ, რადგან თუ აქ გავცვლით რუბლს, ზოგადად წამგებიანია, კურსი ძალიან დაბალია. ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, შეგვიძლია იქ სამი თვით დარჩენა, შემდეგ მე ბავშვებთან ერთად დავბრუნდები,ჩემი ქმარი კი დარჩება და განაგრძობს მუშაობას. ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს რუბლის კურსი გაიზრდება. თვეში 60-70 ათას რუბლს ვცვლი ლარში“, – ამბობს ანუში.
ანუში შარშანდელი ახალი წლიდან ინახავდა რუბლს, რადგან კურსი ჯერ კიდევ დაბალი იყო, მაგრამ არა დღევანდელ დონეზე, მაშინ 1000 რუბლი 40 ლარი ღირდა. იმის ფიქრით, რომ კურსი გაიზრდებოდა, ახალი წლის აღსანიშნავად ბანკიდან სესხი აიღო. მაგრამ რუბლი ყოველდღე უფასურდებოდა. მოგების ნაცვლად ჩვენი თანამოსაუბრე ვალებშია ჩარჩენილი.
„ჩვენ ერთადერთი არ ვართ, ვინც სესხი აიღო, ჩემს წრეში ბევრი იყო, ვინც აიღო სესხი, რა თქმა უნდა, ყველამ ინანა, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა, რომ რუბლი კიდევ უფრო გაუფასურდებოდა. იძულებული გავხდი უფრო დაბალ კურსში გამეცვალა, რომ სესხი დამეხურა“, – ამბობს ანუში.
ანუშს არ ახსოვს, რომ რუბლის კურსი ასე დაბალი ყოფილიყო.
ახალქალაქის კიდევ ერთი მკვიდრი ჰაკობ მ. რუსეთის მოქალაქეა და პენსიას იქ იღებს. მან ერთი წელი პენსია შეაგროვა, რათა ახალქალაქში სახლი გაერემონტო, მაგრამ ვერ შეძლო.
”სახლში შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები დარჩა, რუბლი მკვეთრად დაეცა და გადავწყვიტე დავლოდებოდი, სანამ ოდნავ მაინც აიწეოდა ფასი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო გაუფასურდა და იმაზე ნაკლები სამუშაოს გაკეთება შევძელი სახლის გარშემო, ვიდრე ვგეგმავდი“, – ამბობს ჰაკობ მ.
რუბლის დაცემასთან დაკავშირებით, ჩვენმა თანამოსაუბრემ, ემამ, გადაწყვიტა წასულიყო შვილებთან და ქმართან რუსეთში, რადგან ისინი იქ მუშაობენ და უგზავნიან მას რუბლებს, რომელსაც აღარ აქვს ფასი.
„ჩემი ქმარი და ვაჟები იქ არიან, რუბლს მიგზავნიან, მაგრამ ისე გაუფასურდნენ. რუსეთში ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, რადგან რუბლს ფასი აქვს და საკვებიც იაფია“, – თქვა ემამ.
იმისდა მიუხედავად, რომ რუბლის დაბალ კურსზე გაცვლა წამგებიანია, ხალხს სხვა არჩევანი არ აქვს და ისევ სამსახურში მიდის, რათა ოჯახების ყოველდღიური ხარჯები უზრუნველყოს.