ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, პარკის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს. ღონისძიება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანის ინიციატივით გაიმართა. დისკუსიას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და საკრებულოს წარმომადგენლები და მერიის ინფრასტრუქტურისა და დაგეგმვის სამსახურები.
დღეს დილით, 10:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, ე.წ «ხას ბახჩას» პარკში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მერიის ინფრასტრუქტურისა და დაგეგმვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, პარკის რეაბილიტაციის მიმდინარეობაზე, ძველ და ახალ პროექტებზე (პარკის გარშემოწერილობის განათება და მოასფალტება) ისაუბრეს, რომლებიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა. სამუშაოს ეს ფორმატი პირველად გამოიყენეს ახალქალაქში. განხილვაზე ახალქალაქის რიგითი მოსახელობა არ იყო. აღნიშნული განხილვის შესახებ გამოცხადებული იყო საკრებულოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ტელეფონით მიიწვიეს.
”ჩვენი სურვილია, მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში”, – თქვეს ორგანიზატორებმა.
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ახალი პროექტები (განათება და მოასფალტება) ქალაქს საჩუქრად გადაეცა, ხოლო სამუშაოებზე ტენდერები მალე გამოცხადდება. ისინი წარადგინა მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა, რაფიკ აბაჯიანმა.
”პარკის პროექტი შარშან, დეკემბერში შედგა, თუმცა დამატების საჭიროება არის. წელს იყო განათების და ასფალტის დაგების წინადადება”, – თქვა რაფიკ აბაჯიანმა.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია პარკის განათება. დაგეგმილია ქუჩის განათების ბოძების დამონტაჟება პარკის გამწვანებულ ადგილებში. დამონტაჟდება სამმეტრიანი 52 საყრდენი. აბაჯიანის თქმით, სვეტებზე განთავსდება არქიტექტურული ელემენტები. განათებისთვის გამოყოფილია 22 316 ლარი.
პარკის პერიმეტრის გასწვრივ შიდა გზა მოასფალტდება. ამ მიზნისათვის 40 800 ლარია გამოყოფილი.
პროექტის თანახმად, პარკში გამოყენებული იქნება ადგილობრივი ქვები. იქ დამონტაჟდება ქუჩის ტრენაჟორები, ესენი იქნება სახურავის ქვეშ, შადრევნის კასკადი იგივე დარჩება, შეიცვლება მისი შემოგარენი, დამონტაჟდება განათება. პარკის ოთხივე შესასვლელი ღია იქნება, იქ არსებულ კარები გაუქმდება.
დამსწრე საზოგადოებას აინტერესებდა, თუ რა ელის მოქმედ სამ ობიექტს, რომლებიც პარკში მოქმედებს. ამ კითხვას მერიის დაგეგმვისა და ეკონომიკის სამსახურის სპეციალისტმა, ვაჰან ბატოიანმა უპასუხა.
მისი თქმით, სამი ობიექტიდან ერთი — მოქალაქე ხოდიკიანის საკუთრებაა, მერიამ კი 2 ობიექტი იჯარით გადასცა.
“ეს ობიექტები აუცილებლად უნდა გაქირავდეს. პირველი ობიექტი (ხოდიკიანის კაფე) არის საკუთრება, მაგრამ მათ უნდა აიღონ. არსებობს ბრძანება, რომ პარკებში არ დაიშვება ობიექტები, მეორე კაფეა, ჩვენი საკუთრებაა, მაგრამ გაქირავებულია, ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს, ის, ვინც კარგ პირობებს წარადგენს, და გარდა ამისა, აუქციონზე გამოვიტანთ, ვინც ყველაზე მეტს გადაუხდის სახელმწიფოს, ის იმუშავებს. კაფის ტერიტორია არ შეიცვლება. მესამე ობიექტი – ჩვენი საკუთრებაა, ( სტელმაშოვების კაფე) იჯარით არის გაცემული, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია გავაუქმოთ საიჯარო ხელშეკრულება”, – თქვა ვაჰან ბატოიანმა.
დაინტერესდნენ, ასევე, პარკის სკამებით, პარკში დაიდგმება თუ არა სკამები წარწერით “ახალქალაქი”. ამაზე აბაჯიანმა უპასუხა, რომ სკამებს სერვისცენტრი თავად გააკეთებს და მუნიციპალიტეტი სკამებზე ფულის დაზოგვას აპირებს.
დაინტერესდნენ მწვანე ზონის გაფართოებით, თუმცა პარკის მწვანე ზონა იგივე დარჩება, არ გაიზრდება და არ შემცირდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარკში ტურისტული სტენდის დამონტაჟება, ტურისტების მოსაზიდად. ამას საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა უპასუხა, რომ მათ განზრახული აქვთ ძველი ქალაქის ზოგიერთ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარონ პარკის მახლობლად, ტურისტების მოსაზიდად, მაგრამ ჯერჯერობით ამისთვის სახსრები არ არის.
გაჩნდა კითხვა პარკის ღობის ფერთან დაკავშირებით. პროექტში ეს ფერი არ არის მითითებული, ის მუნიციპალიტეტის შეხედულებისამებრ რჩება. იყო წინადადება ძველ სტილში შეეღებათ. შეხვედრაზე შემოთავაზებული იყო მედიის დახმარებით ჩატარებულიყო გამოკითხვა და ღობის ფერის შესახებ მოსახლეობის აზრი გაერკვიათ.
”მედიამ ჩაატაროს გამოკითხვა, თუ რა ფერი უნდათ იყოს ცენტრალური პარკის თუჯის ღობე?”, – თქვა ნაირი ირიციანმა.
გამოკითხვას Jnews-ი ჩაატარებს.