სომხეთში 5 ივლისს კონსტიტუციის დღეს აღნიშნავენ.
1995 წლის 5 ივლისის რეფერენდუმის შედეგად სომხეთმა ქვეყნის მთავარი კანონი, კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუციის მიხედვით სომხეთი გამოცხადდა დემოკრატიულ, სუვერენულ, სოციალურ და სამართლებრივ სახელმწიფოდ, სადაც ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. ქვეყნის დედაქალაქად გამოაცხადა ერევანი.
კონსტიტუციაში ცვლილებები 2005 და 2015 წელს შევიდა, ამ უკანასკნელის მიხედვით სომხეთი საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა.