საფეხმავლო ხიდი, რომელიც ქალაქის მთავარ ნაწილს ჯივანის მასივთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან აკავშირებს, ორი თვის განმავლობაში კაპიტალური რემონტისთვის
ხიდის მოულოდნელმა ჩაკეტვამ, რომელიც ქალაქს ე.წ ჯივანის მასივთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან აკავშირებს, ქალაქის ამ ნაწილის მოსახლეობა გაურკვევლობაში ჩააგდო. ერთი მხრივ, უხარიათ, რომ ხიდი, როგორც იქნა შეკეთდება, რომელიც ავარიული იყო და მასზე მოძრაობა არ იყო უსაფრთხო. მაგრამ მოსახლეობისთვის ხიდის ჩაკეტვა მოულოდნელი აღმოჩნა. მათთვის საფეხმავლო ხიდის ალტერნატივას ვიჩიანის ვიწრო და გრაგნილი (ამ ნაწილში) საცალფეხო ბილიკის გარეშე ვაჩიანის გზა წარმოადგენს.
უხეში გამოთვლებით, ყოფილ სამხედრო ქალაქში დაახლოებით 2400 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ჯივანის მასივში – 200-მდე. მართალია, ბევრს მანქანა ჰყავს და ისინი სამანქანო გზით სარგებლობენ, მაგრამ უმეტესობა მუდმივად იყენებს საფეხმავლო ხიდს. ბევრი ქალაქში მუშაობს, ბავშვებს თუ არ ჩათვლით, რომლებიც სხვადასხვა წრეზე დადიან (თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა სკოლებში არდადეგებია). ხიდის მეორე მხარეს, ასევე, არის დაწესებულებები, სად დასაქმებულებიც ქალაქში ცხოვრობენ.
აღვნიშნავთ, რომ საფეხმავლო ხიდს “ჯივანის მასივის”, ყოფილი სამხედრო ქალაქის, ასევე სოფელ ჩამდურას მოსახლეობა იყენებს.
მელსიდა ჟამკოჩიანი ქალაქში მუშაობს, ის აღშფოთებულია იმით, რომ მოსახლეობას დახურვის შესახებ ერთი დღით ადრე შეატყობინეს, ასევე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ხიდის ალტერნატივა.
”ხვალ სამსახურში როგორ მივალ, იმდენს არ ვღებულობ, რომ ტაქსით ვიარო ორი თვის განმავლობაში. სამსახურის დაკარგვა არ მინდა, როგორ ვიცხოვრო, ხელფასი მათ დავუტოვო? ძალიან უცნაურია, რომ ამაზე არ უფიქრიათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე”, – აღშფოთებით ამბობს მელსიდა ჟამკოჩიანი.
ყველა ადამიანს არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი და არ აქვთ საშუალება ტაქსის მომსახურებით ისარგებლონ. აღვნიშნავთ, რომ ტაქსი ყოფილ სამხედრო ქალაქში 5 ლარს იღებს, ანუ ხალხს დღეში მხოლოდ 10 ლარის დახარჯვა სჭირდება სამუშაოდ და სახლში წასასვლელად.
სამი შვილის დედას უფრო მეტი პრობლემა აქვს. ბავშვები ქალაქში ჭადრაკზე დადიან, ახალგაზრდულ ცენტრში, ერთი ბავშვი საბავშვო ბაღში. ოჯახის ყველა წევრი სხვადასხვა დროს მუშაობს და მიდის სამუშაოდ.
”განა ასე შეიძლება? გამოყონ მიკროავტობუსი, ან სხვა ტრანსპორტი. ძალიან საშიშია წრეზე სიარული. რა უნდა ვქნათ? არ ვიმუშაოთ, თუ ვიმუშაოთ და მთლიანი ხელფასი ტაქსიში გადავიხადოთ. ერთი და იგივეა, ვერაფრით ვერ ვიცხოვრებთ. ჩემი შვილების გამო მეშინია, საშიშია მათი გაშვება სამანქანო გზაზე”, – სწუხს სამი შვილის დედა.
აღვნიშნავთ, რომ ვაჩიანის გზატკეცილი, რომელიც ჯივანის მასივში და ყოფილ სამხედრო ქალაქში მიდის, არ არის გათვლილი ფეხით მოსიარულეთათვის, არ არის ტროტუარები და ბილიკები. ტრასის გასწვრივ თურქეთიდან დიდი სატვირთო მანქანები დადიან.
Jnews–ის კითხვაზე, თუ როგორ შეძლებს მოსახლეობა სამსახურში, ან სახლში სიარულს, და აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პასუხი ვერ გაგვცა. როგორც ჩანს, ეს საკითხი მერიაში საერთოდ არ განუხილავთ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი დარწმუნებულია, რომ ხვალ საკითხი თავასით მოგვარდება და კერძო ავტომობილების მფლობელები მოსახლეობისთვის ფულით მომსახურებას დაიწყებენ.
”ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, არ გვყავს მიკროავტობუსი, რომ გამოვყოთ. ჩვენი განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, ხვალ, მიკროავტობუსები იქნება და საკითხი 2-3 დღეში მოგვარდება. ვფიქრობ, მიკროავტობუსები 50 თეთრად მოემსახურება. როგორმე უნდა გაუძლონ. ხიდის შეკეთება შეუძლებელია მისი დახურვის გარეშე. თუ ეს საკითხი ავტომატურად არ მოგვარდა, ჩვენ დავურეკავთ და მოვითხოვთ მიკროავტობუსების გამოყოფას. მგზავრობა, რა თქმა უნდა, ფასიანი იქნება“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა.
ცოტა მოგვიანებით, მერიიდან Jnews-ს აცნობეს, რომ მათ კერძო პირებს დაურეკეს და მოსახლეობის ტრანსპორტირების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ. როგორ, რომელ საათებში და რა ფასად განხორციელდება მოსახლეობის ტრანსპორტირება, ჯერჯერობით გაურკვეველია.