ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს.
კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.
ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამომრჩევლის რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკო-ს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.
იმიტირებული კენჭისყრა ცესკო-ში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს, რომლის შემადგენლობაშიც, ცესკო-ს თანამშრომლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შედიან.