ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დღეს დილით კიდევ ერთმა მოზარდმა დატოვა.

მოზარდი პანსიონიდან სავარაუდოდ დედასთან ერთად გამოვიდა.

მოზარდმა და მისმა თანმხლებმა პირმა მედიასთან საუბარი არ ისურვეს.

ამ დროისთვის პანსიონში 31 აღსაზრდელი რჩება.