საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (#GSAC) პოლონეთის საელჩოს, Polish Embassy Tbilisi (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იწყებს პროექტის: “მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“ – მეორე ფაზის განხორციელებას ახალქალაქში. კურსზე მონაწილეობის მსურველებმა, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია 24 აპრილამდე შემდეგ ბმულზე.
პროგრამა განკუთვნილია ახალქალაქში მცხოვრები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და ახალგაზრდებისათვის.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა კრიტიკული მასის შექმნას, რომლებიც აცნობიერებენ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის რისკებს და მისცეს მათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მათი იდენტიფიცირებისა და განეიტრალებისთვის, ასევე გააუმჯობესოს მათი ცოდნა რუსეთის მიერ გამოყენებული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ოთხ დღიანი ტრენინგი, რომლის შედეგადაც, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას დეზინფომაციისა და ჰიბრიდული ომის შესახებ, ხოლო ლექციების დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ აღნიშნული ცოდნის პრაქტიკულ იმპლემენტაციას ერთ დღიანი სიმულაციის ფარგლებში, რომელსაც ინტერაქციული ხასიათი ექნება.
გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში ჯისაკის ექსპერტებთან, რომელიც შეეხება ყველაზე გავრცელებულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციულ კამპანიებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებს.
პროგრამის მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებებით:
აღნიშნული პროგრამა გაიმართება ახალქალაქში 26 აპრილიდან 30 აპრილამდე.
კურსზე მონაწილეობის მსურველებმა, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია 24 აპრილამდე შემდეგ ბმულზე.