4 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში საბავშვო ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
სკოლამდელი დაწესებულების გახსნას ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი ესწრებოდნენ.
საბავშვო ბაღში 56 ბავშვი დადის. მცირე ზომის გამო ბაღი მეზობელი სოფლებიდან ბავშვებს ვერ იღებს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხულგუმოში საბავშვო ბაღის შენობა 2014 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 32 000 ლარად არის შეძენილი. შემდეგ დაიწყო შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები. 2014 წლიდან დღემდე ათასობით ლარი დაიხარჯა შენობის კეთილმოწყობისთვის.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ სტატიებში:
სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღის წყალი გაქრა
ხულგუმოს საბავშვო ბაღი ვერა და ვერ გაიხსნა
გაიხსნება თუ არა სოფელ ხულგუმოს საბავშვო ბაღი?
“ღია კარის დღე” ახალქალაქის საბავშვო ბაღებში