ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალქალაქის მერიამ მასობრივი ღონისძიებები არ გამართა, მაგრამ მღვდელ ნარეკ ტერ ტიგრანიანის ინიციატივით ახალქალაქის “სურბ ხაჩ ეკლესიის” ეზოში მოულოდნელი ღონისძიება-სიურპრიზი მოაწყო.

 

1 hunisi 5

ღონისძიება ბავშვების კურთხევის ცერემონიალით დაიწყო. ფერადი დეკორაციებით გაფორმებული ეკლესიის შიდა ეზო დამსწრე საზოგადოებას კარგ განწყობასა და სასიამოვნო ატმოსფეროს უქმნიდა. მუსიკალური გაფორმების თანხლებით ბავშვები ცეკვავდნენ, მხიარულობდნენ და მულტფილმის პერსონაჟებთან სამახსოვრო სურათებს იღებდნენ.

 

1 hunisi 6

 

1 hunisi 13

 

1 hunisi 11

 

1 hunisi 9

ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები აღმზრდელების თანხლებით მსვლელობით შეუერთდნენ ღონისძიებას. ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის საცეკვაო კლუბის მოსწავლეებმა საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს.

1 hunisi 10

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის “ხას ბახჩას პარკში” ღონისძიება არ იყო დაგეგმილი, ახალქალაქიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ბავშვებთან ერთად ბევრი მშობელი შეიკრიბა, ხოლო იმ პარკში, სადაც რემონტი მიმდინარებს,  შესაძლებელი იყო ნაყინის, სათამაშოების, ბავშვებისთვის საყვარელი ტკბილეულის, ასევე ფერადი ბუშტების შეძენა.

 

1 hunisi 2

 

1 hunisi 3

 

1 hunisi 7

 

1 hunisi 1

ბავშვთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება და 1949 წელს პარიზში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ დაარსდა. დღესასწაული პირველად 1950 წელს აღინიშნა.