დღეს ამერიკაში WBA ვერსიის ამერიკული კრივის ქამრისთვის პროფესიონალური ბრძოლა გაიმართა, სადაც აბსოლუტური გამარჯვება ჯავახეთის მკვიდრმა, ოთარ ერანოსიანმა მოიპოვა.
ბრძოლა 58,90 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა, ოთარის მოწინააღმდეგე ჩილელი სპორტსმენი ხოსე ელისეო არგელი იყო. ბრძოლა 10 რაუნდისგან შედგებოდა, რომლის დროსაც ოთარმა გაიმარჯვა ანგარიშით – 100/90, 100/90, 99/91.
აღვნიშნავთ, რომ პროფესიონალურ რინგზე ეს ოთარის მე -8 გამარჯვებაა. ჯავახი მოკრივე (ფსევდონიმით პიტბული) განაგრძობს დებიუტს პროფესიონალურ რინგზე. 2019 წლიდან ცხოვრობს კიმმისიში, ფლორიდაში, აშშ-ში. 2021 წლის 30 იანვარს ოთარ ერანოსიანი NABA–ს ვერსიით NABA Super Feather Title მე-2 წონით კატეგორიაში (58,96 კგ) ვაკანტური ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოდა.
აშშ-ში ოთარ ერანოსიანი ამერიკული კომპანია Warriors promoushen-ის კლუბ WARRIORS GYM-ს წარმოადგენს.