დღეს, 23 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილია COVID-19 ინფექციის 1731 შემთხვევა.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გიბერნატორის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 23 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 8 ადიგენში, 2 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 3- ბორჯომში, 4 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. ასპინძაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.
საერთო ჯამში, რეგიონში 1,722 ადამიანია იზოლირებული, აქედან 798 – ახალციხეში, 94 – ახალქალაქში, 291 – ბორჯომში, 49 – ნინოწმინდაში, 145 – ასპინძაში და 345 – ადიგენში.
საკარანტინო ზონებში 224 ადამიანი რჩება, აქედან 71 – ახალციხეში, ხოლო 153 – ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სულ 404 ადამიანი გამოჯანმრთელდა რეგიონში, 16 – გარდაიცვალა.
ამ დროისთვის 120 ადამიანის ტესტის შედეგებს ელოდებიან.