საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ93 (მლეთა- გუდაური) მონაკვეთზე დაგეგმილია საავტომობილო გზის და მისი შემადგენელი ელემენტების შეკეთების სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 25, 26 და 27 მაისს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.