ახალქალაქის ციხის და აბულის ციხის რეაბილიტაცია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო გადაიდო. აბულის ციხესიმაგრესთან დაკავშირებით მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო ახალქალაქის ციხის რეაბილიტაცია ჯერჯერობით მთლიანად გადაიდო.

აბულის ციხესიმაგრეს რეკონსტრუქციის შემდეგ სავარუდოდ ასეთი სახე ექნება, როგორც ქვემოთ ფოტოზეა გამოსახული. საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომლის,  გოდერძი ნარიმანიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც პროექტი შედგება.

Abul
როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ Jnews–ს განუცხადა, რეკონსტრუქციასა და აღდგენით-საკონსერვაციო სამუშაოებზე კორონავირუსმა იქონია გავლენა. თუკი აბულის ციხესიმაგრესთან არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს, ასევე ახალქალაქის ციხესთან დაკავშირებითაც იგეგმება არქეოლოგიური კვლევა, სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეული დროით გადაიდება, ჯერჯერობით მოგვარდება ფინანსრუი საკითხები, რომლებიც პანდემიის გამო წარმოიშვა.

«არქეოლოგიური გათხრები და ფრაგმენტული წმენდა ტარდება აბულის ციხეზე. ჩვენ ვცდილობთ ამ ციხის არქიტექტურული ფორმა გამოვავლინოთ. დავაზუსტოთ ქრონოლოგიური ჩარჩოები ისტორიოგრაფიის მხრივ – ციხის პერიოდის დაზუსტება და ა.შ. აღდგენითი-საკონსერვაციო რეაბილიტაცია ნიშნავს, რომ ციხე იქნება ისე, როგორც იყო, მაგრამ აღდგენითი პროცესიც იქნება. ეს არ იქნება, როგორც რეკონსტრუქცია. ეს იქნება კონსერვაცია. პროცესი ალბათ 5-6 წელი გაგრძელდება», – ამბობს ბექა ბარამიძე.

2019 წლის სექტემბერში კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და შესწავლის ცენტრის წარმომადგენლებმა გოდერძი ნარიმანიშვილის მეთაურობით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით აბულის ციხის არქეოლოგიური კვლევა დაიწყეს. გათხრების ძირითადი მიზანი იყო დოკუმენტების შედგენა, რათა ძეგლი შემდგომი დაცვის მიზნით იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში ჩართონ. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა მცირე მასშტაბით – 2-3 მეტრი სიგრძე, 1-1,5 მეტრი სიგანე.