როგორც JNEWS-მა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაარკვია, არ აქვს მნიშვნელობა უცხო ქვეყნის მოქალაქე პენსიას სხვა ქვეყანაში იღებს, თუ არა, მას შეუძლია საქართველოშიც მიიღოს პენსია, მუდმივი ბინადრობის ოფიციალური ნებართვა თუ აქვს და ბოლო 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში. 1 ივნისიდან საქართველო არ საჭიროებს ცნობას სხვა ქვეყნის მოქალაქისგან, რომ ის არ იღებს პენსიას სხვა ქვეყანაში.
ბოლო დღეებია JNEWS-ი მოქალაქეებისგან იღებს სატელეფონო ზარებს კითხვით, შეუძლიათ თუ არა პენსიის მიღება მოქალაქეს, რომლებიც ასევე იღებს პენსიას სხვა ქვეყანაში?
„არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქე მიიღებს პენსიას სხვა ქვეყანაში თუ არა, თუ მას აქვს საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება და ლეგალურად ცხოვრობს საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაშინ ის მიიღებს პენსიას. მან სოციალური მომსახურების სამსახურში უნდა წარადგინოს საინფორმაციო ბარათი, სადაც დადასტურდება ინფორმაცია ამ პირის საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 10 წლის კანონიერი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ამ ბარათის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში, წარდგენილი უნდა იყოს სოციალური სამსახურის რაიონულ ორგანოში, ამის შემდეგ დაენიშნება სახელმწიფო პენსია“, – განმარტავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ საინფორმაციო ბარათს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არსებული იურიდიული პირების საჯარო სერვისების განვითარების საჯარო სააგენტო გასცემს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 70 წლამდე პენსია 260 ლარს შეადგენს, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 300 ლარს. მთიან რაიონებში 70 წლამდე პენსია 312 ლარს შეადგენს, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის 360 ლარს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯავახეთის ბევრ მცხოვრებს აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ დაიბადა და ცხოვრობს საქართველოში.