მაისის დასაწყისიდან ივლისის დასაწყისამდე კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირი მეორედ გაძვირდება, ზოგადად, 1 კუბურ მეტრ გაზზე ორ თვეში სხვაობა 0,06 დოლარია.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე პასუხისმგებელია კომპანია SJGC-ი. კომპანიას ჰყავს 550-მდე კომერციული აბონენტი ორ მუნიციპალიტეტში ერთად. მიმწოდებელმა კომპანიამ, სს „სოკარ ჯორჯია გაზგამანაწილებელმა“ კომერციულ აბონენტების გაზი გააძვირა, შედეგადაც SJGC-მ ტარიფი გაზარდა.
მაისში ბუნებრივი აირი კომერციული აბონენტებისთვის ლარის ექვივალენტში 0,03 აშშ დოლარით გაძვირდა (0,44 აშშ დოლარიდან 1 კუბურ მეტრზე 0,47 აშშ დოლარამდე), ხოლო 1 ივლისიდან ტარიფი ლარის ექვივალენტში კიდევ 0,03 აშშ დოლარით გაიზრდება. 0,47-დან 0,50 აშშ დოლარამდე 1 კუბურ მეტრ გაზზე).
აღვნიშნავთ, რომ გაძვირება არ ეხება საცხოვრებელ ფასს.
SJGC-ი სთხოვს ჯავახეთის კომერციულ აბონენტებს, ახალი ტარიფებით ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად კომპანიის ოფისს მიმართონ.