კორონავირუსი ყველგან თავის კანონებს გვკარნახობს. მთელ მსოფლიოში ხალხის ყოველდღიურ ყოფაცხოვრებას და ცხოვრების წესს ცვლის. ის ჯავახეთის მთიანი სოფლების ცხოვრებაშიც ჩაინერგა, იმოქმედა, როგორც უფროსების, ასევე ბავშვების ფსიქოლოგიაზე, რომლებიც ჩვეულებრივი და მარტივი ცხოვრების წესს მიჰყვებოდნენ.
ჯავახეთის შორეულ სოფელ პატარა სამსარში, ბავშვების დღე იწყება და მთავრდება ეზოში, მათი ერთადერთი ინტერესი და გართობა – სკოლაა, თუმცა ეპიდემიამ მათ ესეც წაართვა.
გოარიკი 6 წლის არის, სოფელ პატარა სამსარში ცხოვრობს, სწავლობს პირველ კლასში. რამდენიმე თვის წინ გოგონა დღეებს ითვლიდა სკოლაში, რომ წასულიყო, მაგრამ ონლაინ-გაკვეთილები დიდად არ მოსწონს. ცდილობს სახლში გამონახოს გასართობი, ხანდახან უმცროს ძმაზე, ლეოზე ზრუნავს.
გოარის ბევრი გაგაცება აქვს, ის 2 წლიდან მამასთან ერთად ძიუდოში ვარჯიშობს.
“ძალიან მიყვარს ძიუდო, მამაჩემმა ძიუდოში ვარჯიშისთვის ხალიჩა მიყიდა, სკოლაში «წითელ ქამარს» მეძახიან, ხოლო თანაკლასელებს ცოტათი ეშინიათ ჩემი,” – ამბობს გოარიკი.
გოგონა ოცნებობს ძიუდოში დიდ წარმატებას მიაღწიოს, ხოლო მამა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ოცნება რეალობად აქციოს.