გუშინ, 13 მაისს, ახალქალაქის კლინიკის 22 ექიმი ცნობილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრა.
გუშინ, 13 მაისს, გრანდ მურში შეხვედრის შემდეგ(წაკითხვა შეხვედრის შესახებ)ახალქალაქის რეფერალური კლინიკის 22 ექიმმა თბილისელი ცნობილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვაქცინაცია გაიკეთა. ისინი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრნენ, რომელიც საავადმყოფოში იყო.
ვაქცინაცია გაიკეთეს ადგილობრივმა სამედიცინო მუშაკებმა, თბილისელი ექიმები, მხოლოდ პროცესს აკვირდებოდნენ.
«ჩვენ ვაქცინაცია გავიკეთეთ ელექტრონული რეგისტრაციის გარეშე, ჯერჯერობით ამდენი მსურველი იყო, მაგრამ ვაქცინა გვაქვს. მე თავს კარგად ვგრძნობ, რამდენადაც ვიცი სხვებიც კარგად გრძნობენ თავს», – თქვა ვაქცინირებულმა ექიმმა, სოფია ალვარიანმა.