Jnews-ის რედაქციას ქალბატონმა მიმართა, რომელმაც ნინოწმინდაში წმიდა ნინოს პანსიონატის აღსაზრდელებთან დაკავშირებით ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა მოეყოლა ამბავი,  რასაც თავად შეესწრო.

Jnews–ის მკითხველი დაუკავშირდა რედაქციას და გადაწყვიტა ეთქვა, თუ როგორ შეესწრო იგი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ობოლ ბავშვზე განხორციელებულ ძალადობას.

“ჩვენი ბავშვი ქართულ ანსამბლში ცეკვავს. მათ ნინოწმინდაში კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ, დაახლოებით ორი-სამი წლის წინ, მაგრამ მე არ ვიცოდი კონცერტი ვისთვის იმართებოდა. იქ წავედით და, როდესაც ბევრი ბავშვი ვნახეთ, ვკითხე ვინ არიან ბავშვები. შემდეგ მითხრეს, რომ ნინოწმინდაში არის ბავშვთა სახლი. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, პირველად გავიგე ამის შესახებ. იმ მომენტიდან მთელი ყურადღება მათკენ იყო მიმართული. სინდისი მტანჯავდა. ვუყურებდი, როგორ იყვნენ ჩაცმულები, როგორ გამოიყურებოდნენ”, – ყვება ის.

მისივე თქმით, შავკანიანმა ბიჭმა მიიპყრო მისი ყურადღება. ის სხვებისგან გამოირჩეოდა.

“მთელი ჩემი ყურადღება მიპყრობილი იყო ამ ბიჭზე. ერთ მომენტში დავინახე, რომ გვერდით მჯდომმა ქალმა ამ ბავშვს თავის არეში ძალიან ძლიერ ჩაარტყა და სკამზე გამოქაჩა. ძალიან ცუდად გავხდი, როცა ეს დავინახე. ვუთხარი ჩემს ქმარს, გაბრაზდა, მე ძლივს შევაკავე, რომ ამ ქალთან არ მისულიყო. მან (აღმზრდელმა მოსწავლეს) დაარტყა, რომ მშვიდად დამჯდარიყო, მაგრამ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია. იცით გვერდიდან, როგორ გამოიყურებოდა, თითქოს ბავშვები, რომლებიც მუდამ ჩაკეტილი იყვნენ თავისუფლებაზე გამოიყვანეს. ესენი ხომ ბავშვები არიან. პატარა ბავშვი იყო, დაახლოებით 4-6 წლის. უბრალოდ არ შემიძლია ამის დავიწყება”, – მოგვიყვა თვითმხილველმა, ვისაც სახელის დასახელება არ სურდა.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი არ შეუშვეს, რასაც სკანდალი მოჰყვა. ამ პანსიონში ობლები და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ცხოვრობენ.

ნინოწმინდის პანსიონატის საქმეზე გაერომ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა

სკანდალი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო: ომბუდსმენის პოზიცია

რას ყვება გოგონა ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან

ნინოწმინდის პანსიონატის საქმეზე გაერომ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა

Представителей омбудсмена не допустили в православный детский пансион в Ниноцминда