კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა – ყველაზე აქტუალური პრობლემა ჯავახეთში. ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მთელი წლის შრომა ნაგვავსაყრელზე გაიტანეს, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

 

სოფლის მოსახლეობამ არ იცის, გადაყაროს კარტოფილი თუ მაინც დაელოდოს – იქნებ გაიყიდოს.

JNEWS– მა ფოტოები და ვიდეომასალა მიიღო სოფელ ალასტანიდან, სადაც სასოწარკვეთილი მოსახლეობა მთელი წლის შრომას ნაგავსაყრელზე ყრის.

კარტოფილს თუ არ გადაყრიან, სარდაფებში დაულპებათ.

184214212_176737697565176_341028319013524578_n

”გარდა ამისა, ბევრი გაფუჭებული კარტოფილია, ახლა უკვე რამდენიმე დღეა მყიდველები დიდი მანქანებით ჩამოდიან, მაგრამ ისინი ისე იღებენ, რომ 10 ტონიდან მხოლოდ 3 ტონას ყიდულობენ”, – ამბობენ სოფელ ალასტანის მცხოვრებლები.

ანალოგიური მდგომარეობაა რეგიონის ყველა სოფელში, ხალხი კარტოფილს ყრის. ეს მარტო სოფელ ალასტანში არ ხდება.

სოფელ არაგვას ერთ-ერთ მცხოვრებელს 10 ტონა კარტოფილი აქვს სარდაფში, არ ყრის იმ იმედით, რომ იქნებ 20 თეთრად მაინც გაყიდოს.