სომხეთში ახალი პოლიტიკური ალიანსი სახელწოდებით – “სომხეთი” შეიქმნა. მას სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს. ახლად შექმნილი ბლოკი “სომხეთი” პარტიებს – “დაშნაკცუთიუნის” და “აღორძინებულ სომხეთს” აერთიანებს. ერევანში გუშინდელი მიტინგის დასრულებისას სამმა ძალამ ახალი ალიანსის შექმნის შესახებ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ბლოკი – “სომხეთი” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი განცხადებით წარდგა:
”ერთიანი ალიანსის შექმნა, ან არარსებობა – ბრძოლის ერთ-ერთი ტაქტიკაა. არჩევნებზე წასვლა ამ ფორმატში გადავწყვიტე. მე მათ მივესალმები, თუ ისინი ამ ბრძოლაში მთელი ძალით და შესაძლებლობით ჩაერთვებიან. დიახ, ეს ბრძოლა ორ კომპონენტს შეიცავს: პირველი — ბრძოლა ამ მთავრობის წინააღმდეგ, მეორე — ბრძოლა ძალაუფლებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ებრძოლოთ პირველ კომპონენტს, მაგრამ არა მეორეს. ის, ვინც არ ებრძვის პირველ კომპონენტს, უბრალოდ დეზერტირობის დემონსტრირებას ახდენს. აი, რა არის ქვეყნის ინტერესებისთვის მსახურება”.
ქოჩარიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მთავრობის განმეორებით არჩევა შეუძლებელია. ის დარწმუნებულია, რომ შეძლებს სომხეთის კრიზისიდან გამოყვანას და უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას.
ქოჩარიანმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთის აღორძინება აპირებს, რომელიც ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია. ამასთან, მან წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იმოქმედებს.
1. ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის შეფასება ხარისხის სექტორების მიხედვით, რადგან ეს მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის; ეკონომიკური ვარდნის შეჩერება;
2. ქვეყნის რეპუტაციისა და პროგნოზირების აღდგენა, საიმედო პარტნიორის სახელის დაბრუნება;
3. ბიზნესისადმი დამოკიდებულების
4. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა და სოფლის მეურნეობის განვითარება;
5. საჯარო სექტორის გაწმენდა არა ლოზუნგებით, არამედ მკაფიო ნაბიჯებით.